გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
,,IOCC”-ს მიერ გადმოცემული სამედიცინო აღჭურვილობა აფხაზეთში არსებულ სამედიცინო პუნქტებსაც მოხმარდება

25-10-2018

საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,IOCC”-მა სამეგრელოს გუბერნიის ადმინისტრაციას სამედიცინო სახარჯი აღჭურვილობა გადასცა. საქველმოქმედო ორგანიზაციის საჩუქარი აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სტაციონარებსაც მოხმარდება, ასევე, რეგიონში ყველა სოფლის ამბულატორიებზე, სტაციონარებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებზე განაწილდება.


ამ მიზნით, გუბერნატორის მოადგილე, ნინო ვიბლიანი და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებს შეხვდნენ.


,,ჩვენ ვთანამშრომლობთ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ამბულატორიულ ცენტრებთან და მოხარული ვარ, რომ სამედიცინო ინვენტარს მათ გადავცემთ,“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა, ნუგზარ გაბელიამ.


,,საერთაშორისო მართლმადიდებლური ქრისტიანული მოწყალების“ (IOCC) მიერ გადმოცემული აღჭურვილობა სამედიცინოდაწესებულებებს მატერიალურ-ტექიკური ბაზის გაუმჯობესებაში დაეხმარება. სამედიცინო აღჭურვილობა, მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტებს, ხოლო უახლოეს დღეებში, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან თანამშრომლობით ტრანსპორტირდება.


სამეგრელოს რეგიონში ,,IOCC” 1997 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტს. აღსანიშნავია ორგანიზაციის მიერ გალის მოსახლეობისათვის საკვები პროდუქტებით დახმარება, უფასო სასადილოს მოწყობა და სამკერვალო ობიექტი ზუგდიდში, სადაც დევნილები, შემოსავალთან ერთად, პროფესიულ განათლებასაც იღებდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930