გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აპრილი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი ბიძინა ივანიშვილის და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარზე: საფრანგეთის პრეზიდენტი დაუკავშირდა „არალეგიტიმური“ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და „რუს ოლიგარქ“ ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობის ინიციატივით

11-12-2024

საფრანგეთის პრეზიდენტი დაუკავშირდა „არალეგიტიმური“ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და „რუს ოლიგარქ“ ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობის ინიციატივით, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარს, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა.


მისივე თქმით, მას შემდეგ რაც პარიზში დონალდ ტრამპმა სალომე ზურაბიშვილის გაცნობით შოკი მიიღო, ემანუელ მაკრონმა მისგან მიიღო დირექტივა და ქართველიშვილი ახლა ელოდება მაკრონის „და-ჰეჩინსკებას“.


„საფრანგეთის პრეზიდენტი დაუკავშირდა „არალეგიტიმური“ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და „რუს ოლიგარქ“ ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობის ინიციატივით. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპთან პარიზში შეხვედრის შემდეგ მიღებული დირექტივის თანახმად, როდესაც ამ უკანასკნელმა ზურაბიშვილთან გაცნობით შოკი მიიღო, ველოდებით მაკრონის „და-ჰეჩინსკებას“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930