გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აპრილი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ჰერჩინსკიც და მაკრონიც ახალი მსოფლიო წესრიგის სიოს გრძნობენ და ძალაუნებურად უწევთ, სიმართლეს თვალი გაუსწორონ, თუმცა როგორც იაკობინელები ვერ გადაურჩნენ, ისევე განწირულები არიან „პოლიტიკური გილიოტინისთვის“

11-12-2024

„ჰერჩინსკის შემდეგ მაკრონს გადაურბენს ჩვენი ლიბერალური ელიტა და მათი ფაშისტი პატრონები, თუმცა აზრი არ აქვს, არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო ომის პარტიის ბაქი-ბუქს, წარსულს ბარდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ.


მისივე თქმით, ვინ იქნება ლიბერალური რევოლუციის შემდეგი მოღალატე, დრო გამოაჩენს. მანამდე კი ჩვენი რევოლუციონერების, კოლექტიური პოლიტიკური სუიციდის მომსწრენი გავხდებით.


„დანტონის შემდეგ რობესპიერის ჯერი დგება“ - ფრანგული ჭეშმარიტება. ჰერჩისნკის შემდეგ მაკრონს გადაურბენს ჩვენი ლიბერალური ელიტა და მათი ფაშისტი პატრონები, თუმცა აზრი არ აქვს, არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო ომის პარტიის ბაქი-ბუქს, წარსულს ბარდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი. ერთია - ჰერჩინსკიცა და მაკრონიც, ახალი მსოფლიო წესრიგის სიოს გრძნობენ და ძალაუნებურად უწევთ, სიმართლეს თვალი გაუსწორონ, თუმცა როგორც იაკობინელები ვერ გადაურჩნენ, ისევე განწირულები არიან „პოლიტიკური გილიოტინისთვის“. ასე რომ - ათვლა დაწყებულია, ვინ იქნება ლიბერალური რევოლუციის შემდეგი მოღალატე, დრო გამოაჩენს! მანამდე კი - ჩვენი რევოლუციონერების, კოლექტიური პოლიტიკური სუიციდის მომსწრენი გავხდებით!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930