გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლის აქტიურობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გაიმარჯვებს

25-10-2018

,,ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კვლევის მიხედვით, არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმაზე მეტ ხმას აგროვებს, ვიდრე ერთად აღებული სხვა კანდიდატები.


ამის შესახებ მან ბრიფინზე განაცხადა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


“გვსურს, გაგაცნოთ მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები. კვლევა ჩატარდა ორგანიზაცია „ფსიქოპროექტის“ მიერ „ქართული ოცნების“ დაკვეთით. შეგახსენებთ, რომ „ფსიქოპროექტი“ არის ორგანიზაცია, რომელთანაც „ქართული ოცნება“ წლების მანძილზე თანამშრომლობს მაღალკვალიფიციური სოციოლოგიური კვლევების ჩასატარებლად. „ფსიქოპროექტთან“ თანამშრომლობა ჩვენ ყოველთვის გვაძლევდა არჩევნების შედეგების სწორად და ზუსტად პროგნოზირების საშუალებას.

 

პარტიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები, არსებითად, გამოიყენება პარტიის მიერ საარჩევნო კამპანიის სწორად დაგეგმვის მიზნით, თუმცა გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, ამჯერადაც გავაცნობთ საზოგადოებას მის შედეგებს.

 

აღვნიშნავთ, რომ მორიგი კვლევა  გასულ კვირაში ჩატარდა - ამა წლის 15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით. გამოკითხვა  მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და იგი მოიცავდა დედაქალაქსა და საქართველოს ყველა რეგიონს, ბუნებრივია, გარდა ოკუპრებული ტერიტორიებისა გამოიკითხა 2200 რესპოდენტი. კვლევა უზრუნველყოფდა შედეგების 95%-იან საიმედოობას, ხოლო ცდომილების ფარგლები იყო 3%.

 

 

სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ე.წ. ალოკაციის გარეშე, გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან (აქ შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც არ გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას) საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ დაფიქსირდა შემდეგი მხარდაჭერა:

 

-        სალომე ზურაბიშვილი:               30%

 

-        გრიგოლ ვაშაძე:                    11%

 

-        დავით ბაქრაძე:                     10%

 

-        სხვა კანდიდატები:                      7%

 

არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია, ვის მიცემს ხმას  - გამოკითხულთა 42%.

 

შესაბამისად, ე.წ. ალოკაციის გზით, რომელიც გვიჩვენებს არჩევნების მოსალოდნელ შედეგს, დაფიქსირდა კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები:

 

 

 

-        სალომე ზურაბიშვილი:               54%

 

-        გრიგოლ ვაშაძე:                    18%

 

-        დავით ბაქრაძე:                     16%

 

-        სხვა კანდიდატები:                      12%

 

 

 

როგორც ხედავთ:

 

-        გასულ კვირაში დაფიქსირდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მცირე ზრდა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების მხარდაჭერის მცირე კლება;

 

 

 

-        დაფიქსირდა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობის რამდენიმე პროცენტიანი კლება;

 

 

 

-        სალომე ზურაბიშვილი აგროვებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე ყველა ოპოზიციური კანდიდატი ერთად აღებული, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩევლის აქტიურობის შემთხვევაში, ის იმარჯვებს პირველივე ტურში.

 

 

 

-        მეორე ადგილზე გასვლის კვლავაც თანაბარი შანსი აქვთ გრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს.

 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს არჩევნებში მაქსიმალური აქტიურობისკენ,” - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031