გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებულს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა

25-10-2018

სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებულს  3  წლით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

აღნიშნულთან დაკავშრებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

 „თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარისთვის ბრალდებული მ.ა დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლიდან მ.ა ყოფილ მეუღლეზე - ე.გ -ზე სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას, შეურაცხყოფდა და ამცირებდა მას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით.


2017 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მ.ა-მ  ქუჩაში შეაჩერა ე.გ, ძლიერად  დაუჭირა ხელი  და უყვიროდა, რომ სამსახურისთვის თავი დაენებებინა. 2018 წლის 15 მარტს ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე მ.ა. შეუმჩნევლად მიუახლოვდა ე.გ-ს  და ხმამაღლა გინება დაუწყო, რა დროსაც ანიშნა რომ ჯიბეში ჰქონდა დანა და სახლიდან გამოსვლის შემთხვევაში დასახიჩრებით დაემუქრა.  


სამართალდამცველებმა მ.ა 2018 წლის 29 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით  (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ორი ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ა დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და  დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031