25-10-2018
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ავღანეთში, ქართულ საჯარისო კონტიგენტში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და იქ გრიგოლ ვაშაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
„ახლახანს შემატყობინეს ავღანეთში ქართული საჯარისო კონტიგენტიდან - იქ უკვე ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და უდიდესი უპირატესობით გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.
ყველაზე მაგარი ქართველები მაგალითს აძლევენ დანარჩენ საქართველოს!
ქართულ ჯარს გაუმარჯოს,” - წერს მიხეილ სააკაშვილი.