გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს დააბრუნებს იმ ჩარჩოში, რასაც გულისხმობს საპარლამენტო რესპუბლიკა

15-12-2024

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევას მედიასთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიხეილ ყაველაშვილი ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის, რათა პრეზიდენტის ინსტიტუტი დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს.


„ვულოცავ მთელ საქართველოს - ჩვენ ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი არის ჭეშმარიტი პატრიოტი, ღირსეული ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძვის და იღვწის საქართველოსთვის, მისთვის სამშობლო არის ყველაფერი და ასე გააგრძელებს მოღვაწეობას პრეზიდენტის პოსტზეც.


მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს დააბრუნებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში, დააბრუნებს იმ ჩარჩოში, რასაც გულისხმობს საპარლამენტო რესპუბლიკა“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930