გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში აიღებს იმ საჭირო ხმებს, რაც მას გამარჯვებას მოუტანს

25-10-2018

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს.


მისივე თქმით, თუ მეორე ტური გაიმართება, სალომე ზურაბიშვილთან პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის მაინც კანდიდატი დამარცხდება.


„დიდი ალბათობით, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, თუ მობილიზება იქნება "ქართული ოცნების" ამომრჩევლისა, დიდი ალბათობით ქალბატონი სალომე პირველსავე ტურში აიღებს იმ საჭირო ხმებს, რაც მას გამარჯვებას მოუტანს. 


მაგრამ, ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, მეორე ტურს აუცილებლად იგებს ქალბატონი სალომე. მეორე ტური თუ შედგა, ამის ალბათობა მცირე არსებობს, თითქმის თანაბარი შანსი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ორ წარმომადგენელს. რაღაც ერთი ქულაა მემგონი ვაშაძესა და ბაქრაძეს შორის. არჩევნებში 1% ბევრს არ იშნავს. არჩევნებში ეს შეიძლება სხვანაირად გამოვლინდეს. ყველა შემთხვევაში, თუ იქნება მეორე ტური რისი ალბათობაც დაბალია, ასეთ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიიღებს მონაწილეობას. ეჭვი არ არის იმაში, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. 


პირველსავე ტურში დავასრულოთ ეს არჩევნები და დავაცხროთ ეს ემოციები, ის, რაც აუცილებლად მოხდება და ამიტომ კიდევ ერთჯერ ვთხოვ მაქსიმალური მობილიზება გამოიჩინონ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა. გადადონ გვერდზე ის კითხვის ნიშანი, რომ ქალბატონი სალომე არ არის „ქართული ოცნების“ წევრი. გავერთიანეთ, სწრაფად დავასრულოთ არჩევნები და მაქსიმალურად სწრაფად დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031