გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ქვეყანაში არის სტაბილური უმრავლესობა, არის სტაბილური მთავრობა, შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის

17-12-2024

ამ ქვეყანაში არის სტაბილური უმრავლესობა, არის სტაბილური მთავრობა, შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


რაც შეეხება ეკონომიკას, პრემიერის თქმით, იყო მოკლევადიანი შოკი ეკონომიკური თვალსაზრისით თუმცა გაორმაგებული ტემპებით აღდგება ყველაფერი.


„მოკლევადიანი შოკი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით თუმცა ამასაც ძალიან მალე გადავივლით და პირიქით, გაორმაგებული ტემპებით აღდგება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება პოლიტიკურ კრიზისს, არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არის. პოლიტიკური კრიზისი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას არ ჰყავს სტაბილური მთავრობა, სტაბილური უმრავლესობა პარლამენტში. ამ ქვეყანაში არის სტაბილური უმრავლესობა, არის სტაბილური მთავრობა, შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031