17-01-2018
სამართლადამცველებმა იმ პირის ვინაობა დაადგინეს, რომელიც სამსონ ქუთათელაძეს ბოლოს შეხვდა. რუსთავი2-ის ინფორმაციით, ის კახეთის ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურიაა. მისი ოჯახი წლების წინ რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის წილის მფლობელი იყო.
წყაროს ცნობით, ჭანტურია საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა, რასაც ჭანტურიას სახლში საგამოძიებო მოქმედებები მოჰყვა.
ჭანტურიას ადვოკატის განცხადებით, მას ბრალი ვაზნების უკანონოდ შენახვისთვის წარედგინა.
„მას ბრალი წარუდგინეს 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს უკანონოდ ე.წ. ვაზნების შენახვას. აბსოლუტურად სხვა რამეზე დაიკითხა და როდესაც მისი მშობლების სახლი გაიჩრიკა ამოღებული იქნა ვაზნები, თუმცა დღეს ასევე გამოიკითხნენ მისი ოჯახის წევრები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ვზნები ეკუთნის მამამისს, რომელიც აკნონიერად ფლობდა იარაღს. ამ იარაღის ვაზნებია ეს“-განაცხადა ადვოკატმა.
18-12-2024