გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ესტონეთისა და ლიეტუვის ხელისუფლებას დაავალეს პროვოკაციის მოწყობა

17-12-2024

ესტონეთისა და ლიეტუვის ხელისუფლებას დაავალეს პროვოკაციის მოწყობა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ პროვოკაციას არ ავყევით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ესტონეთთან და ლიეტუვასთან საქართველო დარჩა ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.


„ესტონეთის და ლიეტუვის ხელისუფლებას დაავალეს პროვოკაციის მოწყობა საქართველოს წინააღმდეგ. შესაბამის ძალებს ჰქონდათ გათვლა, რომ ავყვებოდით პროვოკაციას, თუმცა ჩვენ პროვოკაციას არ ავყევით და დავრჩით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. როგორი განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩვენ შევინარჩუნებთ სწორედ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს იმ ტრადიციული მეგობრობის გათვალისწინებით, რომელიც ქართველ ხალხს აკავშირებს ესტონელ და ლიეტუველ ხალხთან. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია აქ იქნება უცვლელი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031