18-12-2024
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, საპროტესტო მარშების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
კაკაბაძე აქვეყნებს მარშების განრიგს, რომელიც, მისი თქმით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე გაგრძელდება.
„თბილისი - მარშების ქალაქი
მეგობრებო, ოპოზიციამ მიზნად დაისახა მოაწყოს მარშების ერთთვიური და სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად შედგენილ იქნა სხვადასხვა კატეგორიის, ჯგუფების და სოციალური ინტერესების ადამიანებისაგან შემდგარი საპროტესტო ყოველდღიური მარშების გრაფიკი, რომელიც ასე გამოიყურება:
2024 წელი:
17 დეკემბერი- დემენცია გადატანილების მარში
18 დეკემბერი - ყოფილი პრეზიდენტების მარში
19 დეკემბერი - მიშას ცოლების მარში
20 დეკემბერი - მიშას მასაჟისტების მარში
21 დეკემბერი - "შუბლისძარღვგაწყვეტილთა" გნიასი მარშით
22 დეკემბერი - სიძე-სიდედრების მარში
23 დეკემბერი - "მჩხიბავების" მარში
24 დეკემბერი- "მარკშეიდერების" მარში
25 დეკემბერი- "ომამდე ტანკისტების" მარში
26 დეკემბერი - დეიდაშვილ-მამიდაშვილ-ბიძაშვილების მარში
27 დეკემბერი - "შარვალჩახდილების" მარში
28 დეკემბერი - რძალ-დედამთილების მარში
29 დეკემბერი - სიძეებზე გაბრაზებული სიდედრების მარში
30 დეკემბერი - რძლებზე გაბრაზებული დედამთილების მარში
31 დეკემბერი - "ვინც დედამ დაწყევლათა" მარში
2025 წელი:
1 იანვარი - ღამენათევების მარში
2 იანვარი - პახმელიაზე მყოფების მარში
3 იანვარი - გათხოვილი კაცების მარში
4 იანვარი - ქვრივების მარში
5 იანვარი- გასათხოვარი კაცების მარში
6 იანვარი - ბერბიჭების მარში
7 იანვარი - ნაძვისხის ანთების მოწინააღმდეგეების მარში
8 იანვარი - ძველი ბიჭების მარში
9 იანვარი - ბიძია ბაბუების მარში
10 იანვარი - "ნეადერტანელების" მარში
11 იანვარი - მესაფლავეების მარში
12 იანვარი - ტყუპი ძმების მარში
13 იანვარი - მრავალშვილიანების მარში
14 იანვარი - უშვილოების მარში
15 იანვარი - გინეკოლოგების მარში
16 იანვარი - გვარგადაკეთებული პატრიოტების მარში
17 იანვარი - მჩხიბავ-მკითხავების მარში
18 იანვარი - ილუზიონისტების მარში
19 იანვარი - მესაქონლეების მარში
20 იანვარი - ლუდის მოყვარულთა მარში
21 იანვარი - სასოწარკვეთილებისგან გამოქლიავებულების მარში
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს საქართველოში უკვე 21 იანვარი იქნება და ბოლო მარში თბილისში ამ დღეს ჩატარდება. ამის შემდეგ ოპოზიცია გადაწყვეტს, გააგრძელოს მარშები თუ პროტესტის სხვა ფორმებს მიმართოს“, - წერს ნანა კაკაბაძე.