გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ინაუგურაციის შემდეგ თანამდებობას დაიკავებს ახლად არჩეული პრეზიდენტი, გაგრძელდება საპარლამენტო მუშაობა, მთავრობა განაგრძობს საკუთარი პროგრამის შესრულებას - ეს პროცესი გაგრძელდება 29 დეკემბრის შემდეგაც

18-12-2024

მოხდება ინაუგურაცია, თანამდებობას დაიკავებს ახლადარჩეული პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, გაგრძელდება საპარლამენტო მუშაობა, მთავრობა განაგრძობს საკუთარი პროგრამის შესრულებას. ეს იქნება პროცესი, რომელიც გაგრძელდება 29 დეკემბრის შემდეგაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, ოპოზიციის რესურსი არის განულებული.


„მთავარი ის არის, რომ მათი რესურსები გავანულეთ. ძალადობრივი და ყველანაირი რესურსი არის განულებული. აქედან გამომდინარე, ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებენ ისინი დემოკრატიულ პროცესს. მოხდება ინაუგურაცია, თანამდებობას დაიკავებს ახლადარჩეული პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, გაგრძელდება საპარლამენტო მუშაობა, მთავრობა განაგრძობს საკუთარი პროგრამის შესრულებას. ეს იქნება პროცესი, რომელიც გაგრძელდება 29 დეკემბრის შემდეგაც", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930