გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აპრილი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რეფორმები, ასევე ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა, ხაზი გავუსვით ევროპის საბჭოს უმნიშვნელოვანეს როლს ამ ძალისხმევის მხარდაჭერაში

18-12-2024

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რეფორმები, ასევე ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა, ხაზი გავუსვით ევროპის საბჭოს უმნიშვნელოვანეს როლს ამ ძალისხმევის მხარდაჭერაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა.


„მქონდა პროდუქტიული შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან. განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რეფორმები, ასევე ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა, ხაზი გავუსვით ევროპის საბჭოს უმნიშვნელოვანეს როლს ამ ძალისხმევის მხარდაჭერაში. გენერალურ მდივანს გულწრფელი მადლობა მოვახსენე მისი პირადი წვლილისთვის ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებაში. დარწმუნებულნი ვართ, რომ მისი აქტიური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მომავალშიც გაგრძელდება", - წერს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930