გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო ქაცარავა: მე იმ ქვეყნის პერსპექტივიდან ვსაუბრობ, რომლის მოქალაქეების 80% მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას

25-10-2018

ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელში, რომელიც ევროპის მთლიანობისა და თავისუფლების საკითხებს ეხებოდა, სოფიო ქაცარავამ კოლეგებს მიმართა და ხაზი გაუსვა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც ტრანსატლანტიკური ერთობის ფორმირება.

„მე იმ ქვეყნის პერსპექტივიდან ვსაუბრობ, რომლის მოქალაქეების 80% მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას, სწორედ ესაა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ღერძი და ჩვენ ვიცით ეს გზა სად მიგვიყვანს.

ერთიანი, თავისუფალი, სტაბილური და უსაფრთხო ევროპის მიღწევის წინაპირობაა ტრანსატლანტიკური ერთობა და სტაბილურობის გაძლიერება.
ამისათვის ევროპა უნდა დარჩეს მისი ძირითადი პრინციპების ერთგული, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ევროკავშირის და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებას.

კონფლიქტები საქართველოს უქმნის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების და რეგიონის უსაფრთხოებას, არამედ რისკის ქვეშ აყენებს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას.

ევროპა ორი უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას - ესენია ერთის მხრივ ტრადიციული კონფლიქტები ევროპაში და მეორე მხრივ, ჰიბრიდული საფრთხეები -დეზინფორმაცია და პროპაგანდა. ორივე ტიპის გამოწვევას ერთი წყარო აქვს“- აცხადებს სოფიო ქაცარავა.

სოფიო ქაცარავამ კონფლიქტების მოგვარებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან, მათ შორის, დეზინფორმაციასთან გამკლავების გზებზე ისაუბრა, რაც ტრანსატლანტიკური ერთობის და ევროპის მდგრადობის გაძლიერებაზე გადის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031