გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კაია კალასის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გააგრძელოს

19-12-2024

ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გააგრძელოს, - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროპული საბჭოს მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრის დაწყებამდე.


„საქართველოზე, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ვიმსჯელებთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ რეალურად ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე, არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების მიმართ, არ დაჩაგროს ოპოზიცია და გავუგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალები ევროკავშირიდან“, - თქვა კალასმა.


ევროპელმა დიპლომატმა აგრეთვე დასძინა, რომ ორშაბათს, 16 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ნაწილზე შეთანხმების მიღწევა ვერ შედგა. „მაგრამ ამაზე შემდგომი მუშაობა გვჭირდება“, - თქვა კალასმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930