გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისში პროექტის „ჯანმრთელობა, ნდობა და მშვიდობიანი მომავალი“ პრეზენტაცია გაიმართა

25-10-2018

ქუთაისში, სასტუმრო ბაგრატში , EU/UNDP-ის ინიციატივითა და COBERM-ის მხარდაჭერით, ოკუპირებილ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის განხორციელებული ჰუმანიტარული სამედიცინო პროექტის „ ჯანმრთელობა, ნდობა და მშვიდობიანი მომავალი“ პრეზენტაცია გაიმართა.


პრეზენტაციაზე სსიპ ,,ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელმა ალუ გამახარიამ პროექტის შედეგებსა და განსაკუთრებული მიღწევებზე ისაუბრა.


პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიუირ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია , COBERM-ის ხელმძღვანელი ირინა ლიცეკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის ა/რ ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო -სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ამირან დოლიძე, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია, იმერეთის რეგიონული სავაჭრო -სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ემზარ ღვინიანიძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ექიმები, ეთნიკური ოსები, აფხაზები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ასევე, ღონისძიების ბოლოს პროექტი მხარდამჭერების დაჯილდოვება გაიმართა.


პროექტი განხორციელებულია ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“–ს მიერ და მისი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერა და მათი ჩართულობა სამშვიდობო ინიციატივების ხელშეწყობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031