გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა

20-12-2024

2024 წლის 20 დეკემბერს, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილსა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის შორის.


თურქეთის ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.


მხარეები განსაკუთრებულად მიესალმნენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა როგორც მაღალი დონის, ასევე დარგობრივ უწყებათა ვიზიტების ურთიერთგაცვლის მზარდი დინამიკის მნიშვნელობას.


განხილულ იქნა სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით.


თურქეთის მხარემ საქართველოს დაუდასტურა მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.


შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე, ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე.


შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობების წარმატებული განვითარების მიზნით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031