გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კოპიტნარის აეროპორტში შესული ზარის გამო ქუთაისი-ვარშავას რეისი ბუქარესტში იძულებით დაეშვა

25-10-2018

კოპიტნარის აეროპორტში, ქუთაისი - ვარშავას ბორტზე შემოწმება დასრულდა, ხოლო განგაში ცრუ აღმოჩნდა- განცხადებას ამის შესახებ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

„საქართველოს აეოპორტების გაერთიანების“ განცხადებითვე, 25 ოქტომბერს „ვიზეარის“ რეისმა W6 1576 ქუთაისი - ვარშავას მიმართულებით იძულებითი დაშვება განახორციელა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, რისი მიზეზიც ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი გახდა.

„ბორტის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და რისკის თავიდან აცილების მიზნით საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვება განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში. ყველა მგზავრი და ბორტის წევრი უსაფრთხოდ იქნა გადაყვანილი ხომალდიდან.
ამჟამად შემოწმების პროცესი დასრულებულია. აღმოჩნდა ცრუ განგაში. თვითმფრინავი გადაყვანილია სადგომზე და მიმდინარეობს მგზავრების ჩასხდომა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში შესული შეტყობინების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს“-აცხადებენ გაერთიანებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031