გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნით დაიწყო, რომელიც აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს ეხებოდა

21-12-2024

მიუხედავად იმისა, რომ ხმის მიცემის უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით, სხვადასხვა შეზღუდვები მაინც არსებობს. კამპანია ხშირად გამოირჩეოდა კონფრონტაციული და წამქეზებლური რიტორიკით, შემაშფოთებელია ჟურნალისტების დაშინებისა მზარდი შემთხვევები, მათ შორის, ძალადობა და მათზე პოლიციის მხრიდან თავდასხმა, - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თავისი ბრიფინგი ეუთო/ოდირის ამ კრიტიკული დასკვნით დაიწყო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წლის 5 ნოემბერს ჩატარებულ არჩევნებს ეხებოდა.


შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა, თუ რა აჩვენა ეუთო/ოდირმა აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და წაიკითხა ეუთო/ოდირის დასკვნიდან მცირე ამონარიდი, რომელიც აშშ-ს არჩევნებს ეხებოდა.


რაც შეეხება საქართველოს, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები, როგორც მოსალოდნელი იყო, შეესაბამება „ქართული ოცნების“ შეფასებებსა და კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს.

„დღევანდელი ბრიფინგის თემა არის ეუთო/ოდირის დასკვნა. თავდაპირველად მინდა გაგაცნოთ რამდენიმე პასაჟი ეუთო/ოდირის დასკვნიდან.

„პირველი, მიუხედავად იმისა, რომ ხმის მიცემის უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით, სხვადასხვა შეზღუდვები მაინც არსებობს. ასეთი შეზღუდვები ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს და საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლების საერთაშორისო სტანდარტებს.


მეორე, ამ არჩევნების წინ საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ მუქარის და ძალადობის გაზრდილმა რაოდენობამ გამოიწვია მნიშვნელოვანი შეშფოთება და შექმნა პრობლემები კომისიის წევრების დასახელებაში.


მესამე, კამპანია ხშირად გამოირჩეოდა აგრესიულ, კონფრონტაციული და წამქეზებლური რიტორიკით, მათ შორის პირადი თავდასხმებით. კამპანიის დროს იყო ძალადობის, მუქარის, აგრესიული ქცევის ფაქტები კამპანიის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების და ამომრჩევლების მიმართ.

მეოთხე, შემაშფოთებელია ჟურნალისტების დაშინებისა და შევიწროების მზარდი შემთხვევები მათ შორის, ძალადობა და მათზე პოლიციის მხრიდან თავდასხმა.


მეხუთე, ოდირის წინა რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი არ იქნა გათვალისწინებული“. - ეს არის ამონარიდი ეუთო/ოდირის დასკვნიდან, რომელიც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წლის 5 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს.


ახლა კი დავუბრუნდეთ საქართველოსთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნას და მინდა გაგაცნოთ საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები, რომლებიც, როგორც მოსალოდნელი იყო, შეესაბამება „ქართული ოცნების“ შეფასებებსა და კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის მისია მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031