22-12-2024
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „მაქსიმუმ, ერთმანეთში თუ ჩაატარებთ არჩევნებს - ვინ უნდა აღმოჩნდეს განტევების ვაცი და ვის უნდა დაჰბრალდეს, მთელი ეს ბარდაგი, რაც თავს დამართეთ?!“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ერთი თვის ვადაში ის რადიკალები, რომლებიც დღეს სალომე ზურაბიშვილს, განცხადების დროს, ზურგს უკან ედგნენ, მას დაუპირისპირდებიან და პარლამენტში შესვლასაც მოინდომებენ.
„ჩრდილშია გადასაბმელი, ძალიან დააჭირა... მიდი სალომე, უკანაც ვეღარ დაიხევ, ისეთი სახეებით გიდგანან, რომ პირველი გინება მაგათგან წამოვა. ჯერ სადა ხართ, მალე შემოსაკავებლები გახდებით. რა არჩევნებს ნიშნავთ? ბიუჯეტი დამტკიცდა, პრეზიდენტი აირჩია პარლამენტმა, "ეუთოს" დასკვნა დაიდო და ახლა მაქსიმუმ, ერთმანეთში თუ ჩაატარებთ არჩევნებს - ვინ უნდა აღმოჩნდეს განტევების ვაცი და ვის უნდა დაჰბრალდეს, მთელი ეს ბარდაგი, რაც თავს დამართეთ?! ჰოდა - ერთი თვე მომიცია, ჯერ სალომეს გინებას დაიწყებენ, ხოლო მერე მოიფიქრებენ რაიმე მიზეზს, პარლამენტში თავპირისმტვრევით შესასვლელად,“- წერს ზურაბ ქადაგიძე.