22-12-2024
„როცა ჩქარობ, ე.ი. დრო ცოტა გაქვს. ეჩქარება ოპოზიციას და მათ პატრონებს, ე.ი. სწორედ მათ ეწურებათ დრო. ამიტომ ჩვენც ცოტა მოთმინებაღა გვინდა და ყველაფერი უკეთ იქნება“, - ამის შესახებ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, დღეს, მოგონილი "რუსეთუმეობით" და "მოსასხამად ქცეული ევროპელობით" ქვეყანას არყევენ.
„სამწუხაროა, მაგრამ ეს "ხალხი", ქვეყნის შიგნიდან და გარედან, აქაურებიც და იქაურებიც, გეოპოლიტიკურ ბრძოლაში არიან ჩართულნი და ცდილობენ დაამარცხონ საქართველო და აქ მცხოვრები ყველა მხარე. შუა დერეფნის გაკონტროლებისთვის მიდის ბრძოლა და ქართველების და ჩვენი ევროპელობის დარდი არავის აქვს. როგორც უკრაინაში უკრაინელებს აბრძოლებენ "დიდი ინტერესებისთვის", ასევე, სურთ საქართველო და ქართველები გამოიყენონ სარგებლის მისაღებად. დღეს, მოგონილი "რუსეთუმეობით" და "მოსასხამად ქცეული ევროპელობით" ქვეყანას არყევენ, ფსევდოევროპელები ბოლშევიკებს უფრო დაემსგავსნენ, ვიდრე ჭეშმარიტი ევროპული გზის დამცველებს. საწინააღმდეგო აზრის მიუღებლობა, მის სრულ, ფიზიკურ განადგურებამდე, ბოლშევიკურია და არაფერი აქვს საერთო ევროპულთან. არც უმცირესობის დომინანტად ქცევაა დასავლური სტანდარტი. ეს დიდხანს ვერ გასტანს და ამიტომ ჩქარობენ. ჩქარობენ იმიტომ, რომ დრო ეწურებათ. საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
19-12-2024
18-12-2024