გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
დავით ჭიჭინაძე - სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ცხოვრებაში

17-01-2018

სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრვალესობის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, გელა ხანიშვილს მიმართა.

გელა ხანიშვილმა აზიური ფაროსანასწინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის განხილვისას განაცხადა, რომ მთელ დასავლეთ საქართველოში ერთი ფერმერიც არ აღმოჩნდა, რომელიც მათი ინსტრუქციის შესაბამისად გაასუფთავებდა ნაკვეთს და თხილს სათანადოდ დაამუშავებდა.

“სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში. 230 ათასი ნაკვეთი თუ არის, ხომ შეიძლება სამობილიზაციო სამსახურივით გავაკეთოთ. პრინციპში თითო წევრზე 100 ლარი რომ გამოვყოთ, სულ 25 მილიონ ლარში ჩავეტევით. მე ვიცი, რომ ბევრი პროგრამაა ისეთი, რომელშიც გაცილებით მეტ ფულს ვიხდით და შემდეგ დრო რომ გადის არაეფექტური აღმოჩნდა. ამიტომ რაღაც სამუშაო ადგილებიც შეიქმნება”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

“ქართული ოცნების” დეპუტატის თქმით, სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს მოსავლის მოყვანაში.

„ადამიანები თავის თხილს თუ არ უვლიან ,70 %-ს თუ კარგავენ, ისინი იმ ფაროსანას 22 თხილს გაუფრთხილდებიან? გამოდის, რომ მასშტაბურად სხვა პრობლემა გამოიკვეთა თხილთან მიმართებაში და თუ გავყვებით სხვა კულტურის მიხედვით, იქაც სხვა პრობლემები გამოჩნდება. ნუ გვრცხვენია, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად იყოს ჩარეული მოსავლის მოყვანაში. რაღაცნაირად მივენდეთ საბაზრო ეკონომიკას, გავიწიეთ ბოლომდე და ვთვლით, რომ ადამიანმა თავისი თავი თვითონ უნდა გადაარჩინოს. მე მგონია, არ არის სწორი”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930