გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა საბანაძე: გამოძიებას აქვს კონკრეტული შედეგები და ამაზე უახლოეს საათებში ვისაუბრებთ

26-10-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის ხელმძღვანელობით მოზარდის მკვლელობის საგამოძიებო ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში გორში ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა.


კახა საბანაძის განცხადებით, გორში მოკლული გოგონას საქმეზე გამოძიებას კონკრეტული შედეგები აქვს, რაზეც უახლოეს საათებში ისაუბრებენ.


 „აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. გამოძიებას აქვს კონკრეტული შედეგები და ამაზე უახლოეს საათებში ვისაუბრებთ“, - განაცხადა საბანაძემ.


მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031