გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

23-12-2024

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შურისძიების მოტივით, 4 პირს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული გარდაიცვალა, ხოლო სხვა პირები მიღებული დაზიანებებით სავადმყოფოში გადაიყვანეს.


სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930