26-10-2018
თბილისში, 46-ე ბაგა ბაღში გუშინ ბავშვები მოიწამლნენ.
ბავშვები მაღალი ტემპერატურით, დიარეით და პირღებინებით საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 15-მდე მცირეწლოვანი ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე მკურნალობს.
„რეაგირება მყისიერადმოვახდინეთ და იმისთვის რომ საკვები პროდუქტებით ინტოქსიკაცია გამოირიცხოს, სურსათის უვნებლობის სააგენტოს მივმართეთ. გადავაგზავნეთ გარკვეული პროდუქტები ლაბორატორიუაში, იმისთვის რომ დასკვნები მივიღოთ.
ჩვენ პერმანენტულად ვამოწმებთ სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან ერთად საკვებ პროდუქტებს, არა მარტო რძის პროდუქტებს, არამედ ყველა პროდუქტს, რაც შედის ჩვენს ბაღებში,"- განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორნა, კახა გვანცელაძემ.