გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ქუჩაში უკვე არა "თეორეტიკოსი", არამედ პრაქტიკოსი ლიბერალ-ფაშისტები დადიან. "მშვიდობიანი" საპროტესტო აქცია თავის ყველაზე დაუნდობელ და სისხლიან ფაზაში შევიდა

25-12-2024

პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი თბილისში მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. "ხუმრობისა და "ტოლერანტობის" თამაშები დასრულდა - წესიერი, ნორმალური მოზარდი დღეს სიკვდილს ებრძვის საკუთარი შეხედულებების გამო!!"- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ 16 წლის მოზარდი ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის, საკუთარი შეხედულებების გამო.
 
მისი თქმით, აქციები სისხლიან ფაზაში გადავიდა.
 
"გილოცავთ, "გულანთებულო" შიგ-ევროპელო მშობლებო! თქვენმა 14 წლის "გულანთებულმა" შვილმა, "ახალგაზრდული ფაშისტური დაჯგუფების" წევრმა, ფაშიზმისა და ფაშისტების გმობის ნიადაგზე, უმძიმესი მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 16 წლის ბავშვს გუშინ თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე. ქუჩაში უკვე არა "თეორეტიკოსი", არამედ პრაქტიკოსი ლიბერალ-ფაშისტები დადიან. ამჟამად, უკვე მკვლელი-ფაშისტები. "მშვიდობიანი" საპროტესტო აქცია თავის ყველაზე დაუნდობელ და სისხლიან ფაზაში შევიდა.
 
და ესენი მოსახლეობას არარსებული "ნეო-მხედრიონით" აშინებენ? და საკუთარ გამოზრდილ კილერ-ფაშისტებს არ იმჩნევენ? არ მეგონა რომ ამას ვიტყოდი, მაგრამ - ნულოვანი ტოლერანტობა ლიბერალური ფაშიზმის დაჯგუფებების უკლებლივ ყველა "პარტიული" ლიდერის მიმართ! ყველანი ციხეში!!! ხუმრობისა და "ტოლერანტობის" თამაშები დასრულდა - წესიერი, ნორმალური მოზარდი დღეს სიკვდილს ებრძვის საკუთარი შეხედულებების გამო!!!"- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930