26-12-2024
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უქმე დღეებში საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის №441 დადგენილების და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი და 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეებში, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. აღნიშნულ თარიღებში, 18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებზე, არ გაორმაგდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები.
აქვე გაცნობებთ, რომ 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი და 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.
ამასთან, 2025 წლის 6 იანვარს, ასევე 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს - 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩატის მეშვეობით ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge
გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული) სარგებლობისას“, - ნათქვამია განცხადებაში.
« მარტი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
31 |