26-10-2018
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს " თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი გორში მოკლული 9 წლის გოგონას ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
"გუშინ გორში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რის გამოც ვერცერთი ადამიანი გულგრილი ვერ დარჩებოდა, შეძრულია მთელი საქართველო.
სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს.
როგორც განაცხადეს, პოლიციამ მკვლელი უკვე დააკავა და ვისურვოთ, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდება"-განაცხადა ივანიშვილმა.
გორში გუშინ 9 წლის გოგონა მდინარე ლიახვის პირას მოკლული იპოვნეს.