გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აპრილი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი რუსულ ბაზარზე ოპერირებად ქართულ კომპანიებზე: ხელისუფლებას კრიტიკის „ქარცეცხლში“ ატარებენ, რუსეთისკენ რატომ მიგყავთ ქვეყანაო, თვითონ რუსებთან გამალებული ვაჭრობა აქვთ

26-12-2024

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, იმ ქართული კომპანიების შესახებ, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებენ და პარალელურად, ხელისუფლებას აკრიტიკებენ, სოციალურ ქსელში წერს.


როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ბიზნესის ეს წარმომადგენლები სამარცხვინოდ გამოიყურებიან, ვინაიდან წინა ხელისუფლების დროს ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდნენ.


ამასთან, მისივე თქმით, ახლა მათ რუსეთში გამალებული ვაჭრობა აქვთ გაჩაღებული და უხერხულია, რომ ევროპულობას იბრალებენ.


„ძალიან სამარცხვინოდ გამოიყურებიან ბიზნესის ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ხელისუფლებას კრიტიკის "ქარცეცხლში" ატარებენ, არიქა ევროპულ გზას როგორ გადაუხვიეთ და რუსეთისკენ რატომ მიგყავთ ქვეყანაო. ყველამ კარგად ვიცით, რომ წინა ხელისუფლების დროს, ხმის ამოღებას კი არა ზევით მისატანი ფულის დაგვიანებას ერთი წუთიცა ვერ ბედავდნენ. ახლა თვითონ რუსებთან გამალებული ვაჭრობა აქვთ გაჩაღებული, გასაგებია, რომ მათთვის ფულს სუნი არ აქვს, მაგრამ ძაან ევროპულობასაც ნუ დაიბრალებენ, მინიმუმ უხერხულია“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930