გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: ტელეკომპანია "კავკასია" მთლიანად სატელიტად დაფიქსირდა

26-10-2018

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის, რომ "რუსთავი 2"-ის მსგავსად ტელეკომპანია "კავკასია" მასთან ინტერვიუზე არ მივიდა, ნიშნავს, რომ ის სატელიტია.


"მე ხელისუფლებას არ წარმოვადგენ მაგრამ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ვარ და ის, რომ „რუსთავი 2“ და "კავკასია" უარს ამბობს ჩემთან შეხვედრაზე, ნიშნავს, რომ "კავკასია" სატელიტად მთლიანად დაფიქსირდა.


უარს ამბობენ შეხვედრაზე მოსვლით და ამით აჩვენეს ის, რაც "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს ხდებოდა და ეს ტელევიზიები მათ წარმოადგენენ.
თქვენ კარგად გახსოვთ, რომ მაშინ ოპოზიციისთვის ტელევიზია დახურული იყო. გახსოვთ ასევე, რომ ოპოზიციას რეალურად აზრის გამოთქმის საშუალება არ ჰქონდა. დღეს მოხდა პირიქით, რომ იგივე „ნაცმოძრაობის" ხალხმა მოახერხეს და მმართველი პარტიის თავმდჯოამრესთან შეხვედრას მოერიდნენ.


პირველ რიგში მე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო იმ კონფერეციაზე/ინტერვიუზე, რომელიც სამი დღის წინ გაიმართა.


ნახეთ, როგორ გადათარგმნეს ჩემი მინიშნება "რუსთავი 2"-ის მიმართ, როდესაც ვგულისხმობდი, რომ ელემენტარული სტანდარტები უნდა იყოს დაცული, რომ განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს ტელევიზიიდან რომ ტელევიზია არ უნდა იყოს ჩაკეტილი და მოლოდ სიცრუეს არ უნდა აფრქვევდეს.


ამ შეხვედრამ პრაქტიკულად დაასაბუთა ის, რაზეც "რუსთავი2"-თან მქოდა შეკითხვები, როდესაც ვაცხადებდი რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მას მძევლად ჰყავს აყვანილი, ნაწილი კი შეპყრობილია მათი სიცრუით, ყიდულობს ამ სიცრუეებს და გარკვეულ რეაგირებას ახდენს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საზოგადოებისთვის და ქვეყნის გაერთიანებისთვის კარგი"-განაცხადა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031