26-10-2018
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ჟურნალისტების გარკვეული კატეგორია ცდილობს, რომ ოთარ ფარცხალაძე და ლევან ყიფიანი თავიანთი ინტერპრეტაციებით მის პერსონას დაუკავშირონ.
"სინამდვილეში ჩანაწერიდან ჩანდა, რომ ყიფიანი მივიდა ფარცხალაძესთან ოფისში, შეაგინა და მან დაარტყა თუ სცემა. არ ვიცი, რეალურად რა მოხდა. დავიფიცებ ვისთანაც გინდათ. მე როგორ დავუჭერდი ფარცხალაძეს მხარს, როცა დავით ყიფიანი ჩემი კუმირი იყო, თუმცა კითხვები ლოგიკურია, რაც პასუხს მოითხოვს. დამახინჯებული ბრალდებები, რასაც ოპოზიცია ცდილობს, რომ ხალხი სარდაფში დაყავს და გაუპატიურებებს ცდილობს, ამით არ უნდა დავამძიმოთ გარემოებები.
თუ იქნება რაიმე კითხვის ნიშნები, ვიქნები მკაცრი. კანონის სიმკაცრით აგებს ფარცხალაძე პასუხს, თუ ვერ დაამტკიცებს თავისი ქონებების შესახებ ინფორმაციას, რომ ის არის კანონის გზით მოპოვებული. მე არ მაქვს კითხვები, რადგან მე მაქვს საბუთები. საჯაროდ გავარჩიოთ ეს საქმე. ამას გპირდებით. სანამ გამოძიება მიდის, პატივი ვცეთ სახელმწიფოს. დიახ, ყველა ჟურნალისტმა უნდა აკონტროლოს ჩინოვნიკი, რომ სახელმწიფოს არაფერი მოპარონ, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს პროფესიონალურად. მოვიდა კვესიტაძე, იზორიაზე მიფრიალებდა ფურცლებს, აბა მიპასუხეთ, მიპასუხეთო. კითხვებს სვამდა და თავადვე პასუხობდა. სანამ არ იქნება ნორმალური ჟურნალისტური გამოძიება და არა ისე, როგორც ეს “რუსთავი 2"-მა გააკეთა, მე არ მაქვს ვალდებულება პასუხები გავცე.
თუ ცოტა მოთმინებას გამოვიჩენთ და დაველოდებით შედეგებს და ამ შედეგებზე რა თქმა უნდა გვექნება რეაქცია. მეც თქვენთან ერთად ვიქნები, თუ იქ დადგება კითხვის ნიშნები, გარწმუნებთ რომ მე ვიქნები პირველი, ვინც მოითხოვს სიმკაცრეს და კანონის სიმკაცრით აგებს ფარცხალაძე, თუ ვერ დაასაბუთებს თავის ქონებას და მე ვიქნები ლიდერი, რომელიც მოითხოვს მის დასჯას,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.