26-10-2018
პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი ლიკვიდაცია ადვილი საქმე არ არის.
ივანიშვილმა კომენტარი გაუკეთა გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც სავარაუდო პირებად ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია არიან დასახელებულნი და სადაც ისმის, რომ "ვინტოვკით" ივანიშვილის მკვლელობისთვის მილიონს გადაიხდიდა".
"სანამ ავთენტურობა არ დამტკიცდება იმ ჩანაწერების მე არ მჯერა, რაც გუშინ გავრცელდა და რაზეც სავარაუდოდ ექსპრეზიდენტი და მისი ბიძა საუბრობდნენ, თუმცა მე არაფერი არ მიკვირს რაც ჩემთან დამოკიდებულებას ეხება. ნახეთ გვარამიას გამონათქვამები კვესიტაძესთან ერთად, რა სიტყვებს ხმარობს ჩემთან მიმართებაში.
ესენი ამაზე წამსვლელები არიან, ეს ეჭვს არ იწვევს მაგრამ უკაცრავად და, მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ. ჩემი ლიკვიდაცია ასე იოლი არ არის რაზეც გვარამია ოცნებობს. საკუთარ თავს უკეთებენ ამას ეს საცოდავები და ვერ გრძნობენ"-განაცხადა ივანიშვილმა.