გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აპრილი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: კონკრეტულ ბიზნესმენებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება და ელოდებიან გამორჩენას, ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის" დაბრუნების შემთხვევაში - ვითომ უპირისპირდებიან ყველაფერ რუსულს და სინამდვილეში თვითონ იღებენ სარგებელს რუსეთთან ვაჭრო

27-12-2024

კონკრეტულ ბიზნესმენებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება და ელოდებიან გამორჩენას, ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის" დაბრუნების შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, ისინი თითქოს უპირისპირდებიან ყველაფერ რუსულს და სინამდვილეში თვითონ იღებენ სარგებელს რუსეთთან ვაჭრობით.


„ეს არის ორმაგი სტანდარტი. სინამდვილეში, როგორც გაირკვა, ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება და ისინი ელოდებიან გამორჩენას, ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის" დაბრუნების შემთხვევაში. ვითომ უპირისპირდებიან ყველაფერ რუსულს და სინამდვილეში თვითონ იღებენ სარგებელ რუსეთთან ვაჭრობით. აქედან აბსოლუტურად ყველაფერი არის გარკვეული. გარდა ამისა, ჩვენ ამ ადამიანებსაც, სხვებსაც, შევთავაზეთ საჯარო დისკუსია არაერთხელ ყველა საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტული ბიზნესმენებიც გაექცნენ ამ დისკუსიას. მიზეზი არის მარტივი - ასეთ კითხვებზე მათ არ აქვთ პასუხი. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გაირკვევა, რომ სინამდვილეში ისინი მოქმედებენ არა რაღაც ობიექტური ანალიზის საფუძველზე, არამედ საკუთარი სუბიექტური ინტერესების მიხედვით", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930