გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება, ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი

29-12-2024

მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ის ღირსეულად ემსახურება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავის ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, 20 წელიწადზე მეტია, საქართველოს არ ჰყოლია პატრიოტი პრეზიდენტი და მიხეილ ყაველაშვილს უწევს ახალი ტრადიციის დამკვიდრება ამ 20-წლიანი წყვეტის შემდეგ.


„მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ის ღირსეულად ემსახურება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავის ქვეყანას. მინდა წარმატებები ვუსურვო მას ყველა თვალსაზრისით. გამოწვევები არის სერიოზული. 20 წელიწადზე მეტია, ამ ქვეყანას არ ჰყოლია პატრიოტი პრეზიდენტი. შესაბამისად, მიხეილ ყაველაშვილს უწევს ახალი ტრადიციის დამკვიდრება ამ 20-წლიანი წყვეტის შემდეგ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ ყაველაშვილი საუკეთესოდ გაართმევს თავს ამ პასუხისმგებლობას", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930