26-10-2018
პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კანონიერი გზით ხელისუფლებაში ვერასდროს ვეღა მოვა.
"ის რასაც აკეთებს "რუსთავი 2", როდესაც სახლების ფოტოები გამოიტანა და მთელი საზოგადოება დაზაფრა, მე მაფრთხილებდნენ, რომ ის ჩინოვნიკები არ დაიცვაო. რატომ არ უნდა დავიცვა ვერ გავიგე, სად იკვეთება მათი დანაშაული? ნუ მივდივართ მეორე უკიდურესობაში და ძალიან კარგად გაიგეთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა და სურვილი აქვს, რომ როგორმე ხელისუფლება დაანგრიოს, იმიტომ, რომ კანონიერი გზით ეგენი ვეღარ მოვლენ. სააკაშვილს ქართული სასამართლოსგან მისჯილი აქვს და ეგ კანონიერი გზით ვერასდროს ვეღარ მოვა, მაგას არავინ აღარ მიიღებს, არც ევროპა და არც ამერიკა. რევოლუციაა ერთადერთი გზა რომ დაანგრიონ ქვეყანა და სწორედ აქეთ ილტვიან" განაცხადა ივანიშვილმა.