გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აპრილი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო ხუნწარიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ დატოვა

30-12-2024

ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი, სოფო ხუნწარია და გადაცემა „მე-17 სართული“ მაყურებელს დაემშვიდობა.


როგორც ხუნწარიამ აღნიშნა, გადაცემა „მე-17 სართული“ იხურება, მაგრამ ტელეკომპანია „ფორმულა“ აგრძელებს მაუწყებლობას. მისივე თქმით, ტელეეთერის მიღმა დარჩენილი გადაცემის წამყვანები სოციალურ ქსელში გააგრძელებენ აქტიურობას და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხებზე.


„დადგა დრო ჩვენი დამშვიდობების. პირველი, რომ უნდა გისურვოთ გამარჯვება და ბრძოლის ჟინი. ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს 31-ში ღამით. ჩვენ დროებით ვეღარ მოგესალმებით „მე-17 სართულიდან“, თუმცა იქამდე სანამ შევძლებთ ტელეეთერით ვიყოთ თქვენთან ერთად, ისევ გპირდებით, რომ ჩვენ სოციალურ ქსელში „ფეისბუქზე“ ვიქნებით ძალიან აქტიურები და ისევ ძალიან ბევრს ვისაუბრებთ და ვიმსჯელებთ ერთად იმ თემებზე რაც თქვენთვის და ჩვენთვის სულერთი არ არის. ბუნებრივია „ფორმულა“ მაუწყებლობას გააგრძელებს და არ გეგონოთ, რომ „ფორმულა“ ტელეეკრანებიდან გაქრება, მაგრამ ცოტახანს ჩვენ გვექნება წყვეტა „მე-17 სართულს“ და ამიტომ მინდა ჩვენს მაყურებელს, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად და გულით მიყვარხართ. ეს ჩემგან სათქმელი და აუცილებლად ისევ შევხვდებით“, - განაცხადა სოფო ხუნწარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930