26-10-2018
პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან.
თუმცა, ივანიშვილის განცხადებითვე, თუ ისინი კანონს დაარღვევენ, მაშინ პასუხიც უნდა მოეთხოვოთ.
"ბევრი დაისაჯა, მაგრამ თუ მთლიანად "ნაცმოძრაობის" 9-წლიან მმართველობას გავყვებით, იმ პროცესებში ნახევარი საქართველო მონაწილეობდა და ნახევარ საქართველოს ციხეში ხომ არ ჩავსვამთ? თუმცა, "ნაციონალებს" კი უნდოდათ ნახევარი საქართველოს ციხეში გამომწყვდევა.
რაც შეეხება იმას, რომ"ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები დღესაც არიან სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულები, ესეც სწორია. არასდროს, დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა, არ მითქვამს გუნდისთვის, რომ "ნაციონალები" ხელისუფლებაში არ მიიღოთ-თქო. ასე არ შეიძლება, ამას თვითონ აკეთებდნენ. თუ მას კანონი არ დაურღევია და სურვილი აქვს ქვეყნის აღმშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა, კარები არ უნდა დავუხუროთ, სხვანაირად ჩვენ საზოგადოებას ვერ გავაერთიანებთ"-განაცხადა ივანიშვილმა.