გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნულ არქივს რეზო თაბუკაშვილის პირადი არქივი შეემატა

17-01-2018

ეროვნულ არქივს ქართველი მწერლის, დრამატურგისა და სცენარისტის რეზო თაბუკაშვილის არქივის მასალა შეემატა.

ლაშა თაბუკაშვილმა ეროვნულ არქივს ოჯახში დაცული რევზო თაბუკაშვილის კუთვნილი საარქივო მასალა და გამოცემები გადასცა. მათ შორის არის ვიტორიო სელას მიერ მე- 19 საუკუნის ბოლოს რაჭასა და სვანეთში გადაღებული ფოტოები, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს პირველი რესპუბლიკის წარმომადგენლების ავტორობით უცხოეთში გამოცემული წიგნები და პუბლიკაციები.

საარქივო წესით აღრიცხვისა და დამუშავების შემდეგ რეზო თაბუკაშვილის არქივი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის გახდება ხელმისაწვდომი.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031