26-10-2018
პოლიტიკური პარტია, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნებიდან" ბევრი უსამართლოდ გაირიყა.
ივანიშვილმა მათ დღეს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
"მე კიდევ ერთხელ ვთხოვ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, და მათ შორის, განაწყენებულ მხარდამჭერებს, მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს და პირობას ვიძლევი, რომ უსამართლობას მოკლე დროში აღვადგენთ. ძალიან ბევრი უსამართლოდ გაირიყა "ქართული ოცნებიდან". გავერთიანდებით, გავმაგრდებით, ახალი წევრებით შევივსებით და ყველა დადგება იქ, სადაც მას შეუძლია დგომა" - განაცხადა ივანიშვილმა.