გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი პია კაუმას ვიზიტის გადადებაზე: ეს ფაქტი არის ხაზგასმა იმაზე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ მასზე განხორციელებულ ბულინგს ვერ გაუძლო - ძნელი წარმოსადგენი აღარ არის, თუ რა ძალები გვებრძვიან

6-01-2025

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას დელეგაციის ვიზიტი გადაიდო იმ დრომდე, სანამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური არ იქნება. ეს ფაქტი არის ხაზგასმა იმაზე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ მასზე განხორციელებულ ბულინგს ვერ გაუძლო და ჩანიშნული ვიზიტი გადადო, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ძნელი წარმოსადგენი აღარ არის, თუ რა ძალები გვებრძვიან შიგნით ოპოზიციის და გარედან კოლექტიური დასავლეთის სახით.


„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში გადაიდო იმ დრომდე, სანამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური არ იქნება. ეს ფაქტი არის ხაზგასმა იმაზე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ მასზე განხორციელებულ ბულინგს ვერ გაუძლო და ჩანიშნული ვიზიტი გადადო. ამ ფონზე ძნელი წარმოსადგენი აღარ არის, თუ რა ძალები გვებრძვიან შიგნით ოპოზიციის და გარედან კოლექტიური დასავლეთის სახით. გვებრძვიან ყველა ფორმით, ყველა მიმართულებით - პოლიტიკურად, პოლიტიკის მიღმა ქუჩის პროცესებით, ზნეობრივად. პოლიტიკური გონიერების ფასი ახლა და ამჟამად ყველაზე დიდია. ომში ჩართვის პოლიტიკურ ულტიმატუმს უძლებს საქართველო! მშვიდობა ქართულ სახელმწიფოს და მადლობა ქართველ ხალხს ამ მშვიდობის არჩევისათვის. მსოფლიო საცერში იცრება და ქართული სახელმწიფო პოლიტიკურ „ნარჩენად“ არ უნდა იქცეს. ბულინგი კი, რომელიც კოლექტიური დასავლეთის მიერ საქართველოსთან პოლიტიკური საუბრის ენად იქცა, არის უსამართლო და უკანონო”, - წერს მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031