გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს, ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს

8-01-2025

„საბოლოოდ, ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.


განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც ქართველი ხალხი, ვერავითარი სანქციების ფასად ვერ დასთანხმდება გამანადგურებელ ომს და ქვეყნის უკრაინიზაციას.


განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ გლობალური ომის პარტია, მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრით მანიპულირებას ახერხებს და კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერ უმცირესობას ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, როგორც ეს არაერთ სხვა ქვეყანაში გაუკეთებია.


„საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს.


გლობალური ომის პარტია მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრის მანიპულირებას ახერხებს. კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერ უმცირესობას დღეს ის ზუსტად ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში გაუკეთებია“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031