გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა ბურჭულაძე PosTV-ის შეთავაზებას - პირდაპირ ეთერში კითხვებს უპასუხოს, არ თანხმდება

26-10-2018

“მსოფლიო ბანი ფონდიდან გახარჯული თანხების შესახებ საუბარს ამჯერადაც თავს არიდებს. პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტის კითხვები უპასუხოდ დატოვა და მეტიც, PosTV-ის გადამღები ჯგუფი არც „იავნანას“ კონცერტზე შეუშვეს.


ინტერნეტტელევიზიამ პირდაპირი ეთერის ფორმატი ბურჭულაძეს მას შემდეგ შესთავაზა, რაც „იავნანამ“ განცხადება გაავრცელა და რომლის მიხედვითაც ფონდმა ბიძინა ივანიშვილი, PostTV და პროკურატურა „იავნანას“ დისკრედიტაციაში დაადანაშაულა”-ამის სესახებ ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებასია ნათქვამი.


„POSTV-ს შეთავაზებით ბურჭულაძეს საშუალება ეძლეოდა, თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პირდაპირ ეთერში გაეცა პასუხი, საგამოძიებო სტუდია კი თავის მხრივ მზად იყო, ფილმში მოყვანილი ფაქტები დაედასტურებინა.


შეგახსენებთ, რომ ფონდი “იავნანა” და მისი ხელმძღვანელი მილიონობით ლარის მითვისებაში ინტერნეტტელევიზია PosTV-ის საგამოძიებო სტუდიამ ამხილა. ფონდ „იავნანადან“ საქველმოქმედო თანხების შესაძლო გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება 2017წლის სექტემბერში დაიწყო.


ბურჭულაძის და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯებისთვის ფონდიდან 700 ათას ლარამდე დახარჯა. ანგელა ვასილენკოს ავიაბილეთების ღირებულებაში, ხელფასსა და სხვა ხარჯებში ფონდიდან ჯამურად 254 000 ლარია გადახდილი , მომსახურებაში კიდაახლოებით 40 000 ლარი.


გამოძების ინფორმაციით, 2004-2017 წლებში ფონდის შემოწირულობების მხოლოდ 30% ქველმოქმედებას, დანარჩენი შემოსავალი კი თანამშრომელთა ხელფასებსადა ადმინისტრაციულ ხარჯებს მოხმარდა.

პროკურატურის ცნობით, ფონდიდან ამოღებული დოკუმენტაციიდან გახარჯული თანხების მიზნობრიობა ვერ დასტურდება“-აცხადებენ ტელევიზიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031