გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარნეულში ქართულენოვანი კერძო სკოლა „მომავალი“ და საბავშვო ბაღი დაფუძნდა

26-10-2018

ქალაქ მარნეულში საქართველოს მთავრობის, ბულგარეთის საელჩოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, “საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის” მიერ ქართულენოვანი კერძო სკოლა „მომავალი“ და საბავშვო ბაღი დაფუძნდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ახალი სკოლა მოინახულა და პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს ესაუბრა.


ბატიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობს და სწავლებაში ახალგაზრდა პედაგოგები არიან ჩართულნი. მან მადლობა გადაუხადა დონორებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ასეთი წარმატებული პროექტის მხარდაჭერისთვის. „მარნეულის მულტიეთნიკურ გარემოში ქართულენოვანი განათლების კერას სახელმწიფო მნიშვნელობა აქვს“ - აღნიშნა მინისტრმა.


სკოლაში სწავლების სამივე საფეხურისთვის თანამედროვე მაღალი აკადემიური სტანდარტის სასწავლო-სააღმზრდელო გარემოა შექმნილი. სკოლა დაკომპლექტებულია ადგილობრივი და დედაქალაქიდან მოწვეული ახალგაზრდა და გამოცდილი პედაგოგებით. ამ ეტაპზე სკოლას 150-მდე მოსწავლე ჰყავს, რომელთა ძირითადი ნაწილი ეთნიკური აზერბაიჯანელია.


500 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა ახალი სასწავლო წლიდან შეუდგა ფუნქციონირებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031