გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადვოკატის ცემაში ბრალდებული პოლიციის ყოფილი ჩინოსანი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს

26-10-2018

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსი ლ.კ დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსს ლ.კ.-ს შეკამათება მოუვიდა ამავე განყოფილებაში მისულ ადვოკატ გ.მ.-სთან, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს დ.ბ.-ს იურიდიული კონსულტაცია გაუწია და დუმილის უფლების არჩევა ურჩია. კამათის დროს ლ.კ.-მ ძალადობით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გ.მ.-ს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.


როგორც თბილისის საქალაქო, ისე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლ.კ. დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელის სახედ განუსაზღვრა ჯარიმა 12 000 ლარის ოდენობით, რაც სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა 2000 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.


თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ბრალდების მხარემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ლ.კ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაადგინა და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას ასევე 1 წლით ჩამოართვა საქმიანობის უფლება. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლ.კ. სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031