გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: საქართველო დაადგა სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ დეკლარირებულ გზას: „ან ამერიკა დაამარცხებს deep state-ს ან deep state დაამარცხებს ამერიკას“

9-01-2025

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და წერს, რომ ხელისუფლება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე დადებული წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას იწყებს.


ექსპერტის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დაადგა თავისი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გზას - „ან ამერიკა დაამარცხებს deep state-ს ან deep state დაამარცხებს ამერიკას“.


„ესეც ასე... დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია შეიქმნება და შეუდგება სააკაშვილის რეჟიმის სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას. ხოლო სექტემბერში კომისიის დასკვნას ეყრება კენჭი და მასალები გადაეგზავნება მთავარ პროკურატურას. საქართველო დაადგა თავისი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მიერ დეკლარირებულ გზას: „ან ამერიკა დაამარცხებს deep state-ს ან deep state დაამარცხებს ამერიკას“. იგივე ითქმის deep state-ის ქართულ ფილიალზე - რადიკალური ოპოზიციის და დესტრუქციული "მესამე სექტორის" სახით. დაპირებული პროცესი - დაიძრა. ის აუცილებლად იქნება მიყვანილი ქვეყნის საბოლოო გამარჯვებამდე. ეს იყო ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ძირითადი წინასაარჩევნო დაპირება და ის სრულდება...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031