27-10-2018
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ ინტერვიუში ისაუბრა ყველა საკითხზე, წარსულზე და მომავალზე.
„ის არ გაექცა არცერთ საკითხს.
სახელის დარქმევა მოვლენებისთვის დღეს პრობლემურია, ამის შესაძლებლობას არ იძლევა დღეს „რუსთავი 2“. დამახინჯებულია რეალობა, ხდება სიცრუოს ტირაჟირება და ეს ხდება ეთიკური სტანდარტების დარღვევით.
პარტიის ლიდერის გზავნილი მნიშვნელოვანია, ეხმიანება ჩვენს ყველა თანამებრძოლს ვინც მოიტანა ჩვენთან ერთად 2012 წელი და იბრძოლა თავისუფლებისთვის. ამ ადამიანება ყურადღება და თანადგომა სჭირდება ჩვენგან. გვჭირდება ახალი ძალები, მეტი პასუხისმგებლობით სვლა და ინსტიტუტების გაძლიერება. ამ ღია საუბარში იყო ძლიერი გზავნილები და გულწრფელი ხედვა დაეხმარო ქვეყანას, რათა ის იყოს უკეთესი. ჩვენ გვჭირდება ძლიერი სამოქალქო კონტროლი, მაგრამ მაკონტროლებელი მაღალი ეთიკური სტანდარტებით და წესიერებით. ეს მხოლოდ ეხმარება ხელისუფლების მართვას“-განაცხადა ბესელიამ.