გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სარჩელზე: ეს შესაძლოა, დაგვიანებულია, მაგრამ მაინც პასუხია საქართველოს ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილის მოთხოვნაზე

10-01-2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ამზადებენ საჩივარს ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ.


ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მათი განაცხადი „გარკვეულწილად უნისონშია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის მიუხედავად, შეასრულონ წინასაარჩევნო დაპირება და შექმნან 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის („ნაცმოძრაობის“) საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია და მისი დასკვნა გადასცენ პროკურატურას”.


ანჯაფარიძის თქმით, დასავლეთიდან წამოსული წნეხი, “ნაცმოძრაობის“ გადარჩენის მიზნით, იყო ძალიან დიდი და არ გამორიცხავს, რომ ეს წნეხი განმეორდეს.


„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განაცხადი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეიტანონ სარჩელი ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ, გარკვეულწილად უნისონშია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის მიუხედავად, შეასრულონ წინასაარჩევნო დაპირება და შექმნან 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის („ნაცმოძრაობის“) საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია და მისი დასკვნა გადასცენ პროკურატურას. დამნაშავეთა დასასჯელად.


ვფიქრობ ორივე სარჩელის ფიგურანტები ერთი და იგივე პერსონები იქნებიან და მათ დაემატოს ზოგიერთი პირი, „ნაცების“ ახალი მოკავშირის გახარიას პარტიიდან. რამდენიმე მათგანს ჰქონდა წვდომა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციაზე.


ეს არის შესაძლოა დაგვიანებული, მაგრამ მაინც პასუხი საქართველოს ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილის მოთხოვნაზე და გარკვეულწილად პროტესტზეც, რომელიც მათ გაუჩნდათ ე.წ. „კოჰაბიტაციის“ მიმართ.


ჩემი აზრით, ეს პროტესტი იყო სრულიად სამართლიანი. თუმცა, მაშინ ქ/ოცნებაზე და ქვეყანაზეც დასავლეთიდან წამოსული წნეხი, „ნაცმოძრაობის“ გადარჩენის მიზნით, იყო ძალიან დიდი და არ გამოვრიცხავ, რომ ეს წნეხი გამეორდეს. დღეს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ უკვე სხვა მოცემულობებია და იმედია, დანაპირები სრულად შესრულდება”, - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728