გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: პოლიციელი გმირია. ყოველგვარი ცდა, შეცვალონ ამ ადამიანთა გმირობა ისევ კოლექტიურ ნაცებს ამხელს და აკნინებს

10-01-2025

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პოლიციელების მიმართ სოციალურ ქსელში განხორციელებულ თავდასხმას და ბულინგს ეხმიანება და წერს, რომ „დღეს სახელმწიფო ინსტიტუციები მყარია და საპოლიციო ძალები ეროვნული მისიით მოქმედებენ - იცავენ ქართულ სახელმწიფოს და მოქალაქეთა უსაფრთხოებას“.


მისივე თქმით, სახელმწიფოებრივი აზროვნება არა წვრთნას არამედ პატრიოტიზმის განცდას მოაქვს. ასეთი განცდის მქონე ადამიანებითაა დღეს ძლიერი სახელმწიფო და ომის პარტიის სისხლიან თამაშს მხოლოდ კანონს და ადამიანურ სიყვარულს უპირისპირებს.


„სახელმწიფოს და ხალხის მსახურება არის ღირსება! მონობაა კოლექტიური დასავლეთის დაუწერელი კანონების ბრმად მორჩილება და მათი აღსრულებისათვის სისხლზე წასვლა! დღეს სახელმწიფო ინსტიტუციები მყარია და საპოლიციო ძალები ეროვნული მისიით მოქმედებენ- იცავენ ქართულ სახელმწიფოს და მოქალაქეთა უსაფრთხოებას. პოლიციელი გმირია! მათ მოახერხეს და მოლოტოვის კოქტეილებს სამშობლოსადმი თავდადება და სიყვარული დაუპირისპირეს. სახელმწიფოებრივი აზროვნება არა წვრთნას არამედ პატრიოტიზმის განცდას მოაქვს. ასეთი განცდის მქონე ადამიანებითაა დღეს ძლიერი სახელმწიფო და ომის პარტიის სისხლიან თამაშს მხოლოდ კანონს და ადამიანურ სიყვარულს უპირისპირებს. პოლიციელი გმირია! ყოველგვარი ცდა, შეცვალონ ამ ადამიანთა გმირობა ისევ კოლექტიურ ნაცებს ამხელს და აკნინებს. მადლობა მათ ამ თავდადებისათვის!,“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031