გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

11-01-2025

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა.


შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო სააგრეო საქმეთა მინისტრის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის დეტალებს, ასევე, უახლოეს დღეებში, ქ.ბაქოში დაგეგმილი საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მორიგი მე-10 სხდომის გამართვის საკითხს.


მხარეებმა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორია სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წარმატებულ თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში.


შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობა. მხარეებმა გამოხატეს მზაობა, კიდევ უფრო დინამიური გახადონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული თანამშრომლობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031